გვერდები

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი




შიდა შეფასების ჯგუფი

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლას სქემაში განსაზღვრულია, რომ შეფასების ჯგუფი შედეგება შემდეგი წევრებისგან:  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, დირექტორის მოადგილე, პედაგოგიური საბჭოს მიერ შერჩეული ფასილიტატორისა და საგნობრივი კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისგან. 
ამ ჯგუფის ძირითადი ფუნქცია პედაგოგის საქმიანობის შეფასებაა,  აგრეთვე მათი მოვალეობაა პედაგოგისათვის განმავითარებელი კომენტარებისა და რეკომენდაციების მიცემაც. მაშასადამე, შეფასების ჯგუფის ძირითადი ფუნქციაა, არა მარტო კოლეგების საქმიანობის შეფასება, არამედ მათი მხარდაჭერა და დახმარება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეფასების ჯგუფის ფორმირების მიზანია შიდა შეფასების სისტემის ამოქმედებით და სკოლაზე პასუხისმგებლობის დელეგირებით სკოლის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩამოყალიბება და განვითარება; მასწავლებლის ხელშეწყობა, განვითარდეს პროფესიულად; სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრება და თავად შეფასების ჯგუფის წევრების თვითგანვითარება. ყველაფერი ეს კი არის საფუძველი სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხისა  და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების.
-სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები აფასებენ კოლეგის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს შეფასების სტანდარტიზებული რუბრიკების გამოყენებით; გაკვეთილებზე დაკვირვების შემდეგ ისინი შეიმუშავებენ განმავითარებელ კომენტარებს, განიხილავენ მასწავლებელთან ერთად, შესაძლებლობას მისცემენ გამოასწოროს ხარვეზები.
გარდა საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებისა, შეფასების ჯგუფი აფასებს მასწავლებლის მიერ განხორციელებულ, სქემით განსაზღვრულ სხვა აქტივობებს. მაგალითად რამდენად შედეგიანია საკუთარი თუ სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე პრაქტიკის კვლევა; სასწავლო რესურსი, რომელიც მან შექმნა რამდენად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას; რამდენად ეფექტურად ხელმძღვანელობს სტუდენტებსა და დამწყებ კოლეგებს და ა.შ. ისევე, როგორც მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, ასევე ეს აქტივობებიც ფასდება სტანდარტიზებული რუბრიკების გამოყენებით.
წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий