გვერდები

вторник, 21 июня 2016 г.

პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა,წარმართვა და შეფასება

2016 წლის 18 ივნისს ვანთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი:
"პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა,წარმართვა და შეფასება"(5 სთ).ტრენინგს უძღვებოდა სქემის ტრენერ-კონსულტანტი,თბილისის 171-ე სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ხათუნა ჯიმშიაშვილი.





суббота, 28 мая 2016 г.

სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება

2016 წლის 28 მაისს აკურის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე:სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება.ტრენერი ნანა არაბული.

среда, 3 февраля 2016 г.

სქემის გზამკვლევის მეორე ნაწილი .

<
div dir="ltr" style="text-align: left;" trbidi="on"> 2016 წლის 28 იანვარს სკოლის მასწავლებლებს გავაცანი „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გზამკვლევის II ნაწილის შემდეგი საკითხები:

  • რა არის სამოდელო გაკვეთილი?;
  • სამოდელო გაკვეტილის ტიპები;
  • რა არის მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე? ;
  •  როგორ ფასდება მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე;
  • რა არის პრაქტიკოსი მასწავლებლის სავალდებულო აქტივობები და რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მან მათ დასადასტურებლად?
  • რა არის უფროსი მასწავლებლის სავალდებულო აქტივობები და რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მან მათ დასადასტურებლად?


2016 წლის 29 იანვარს სკოლის მასწავლებლებს გავაცანი „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გზამკვლევის II ნაწილის შემდეგი საკითხები:
  • პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა 
  • რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
  • სტუდენტების კონსულტირება ;
  • მასწავლებლების კონსულტირება
 სასწავლო რესურსი 
  •  რა სახის სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში? 
  • რატომ არის მნიშვნელოვანი სასწავლო პროცესში რესურსების გამოყენება?
  •  რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო რესურსი? 
  •  რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მასწავლებელმა სასწავლო რესურსის შექმნის დასადასტურებლად? 
  •  სასწავლო რესურსის შეფასების რუბრიკა

пятница, 18 декабря 2015 г.

2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასება

ახალი სქემა

როგორ ხდება სკოლის მიერ ფასილიტატორის შერჩევა?

ფასილიტატორს ირჩევს სკოლის პედაგოგიური საბჭო ხმათა უმრავლესობით იმ კანიდიდატებიდან, რომლებსაც წარადგენენ კათედრები. პედაგოგიური საბჭო გასაზღვრავს ასევე ფასილიტატორების რაოდენობას სკოლაში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უკვე დაამტკიცა ფასილიტატორის შერჩევის კრიტერიუმები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს პედაგოგიურმა საბჭომ ფასილიტატორის არჩევისას. ეს კრიტერიუმები ეყრდნობა და ითვალისწინებს მასწავლებლის პროფესიულ და პიროვნულ მახასიათებლებს. ის, რომ ფასილიტატორი კვალიფიციური მასწავლებელი უნდა იყოს, რომელიც მაღალ დონეზე ფლობს საგნობრივი ცოდნას და მისი სწავლების მეთოდიკას, რაც აისახება კიდეც მისი მოსწავლეების შედეგებზე, ასევე მუდმივად ზრუნავს როგორც საკუთარ, ისე თავისი კოლეგების და, ზოგადად, სკოლის პროფესიულ გაძლიერებაზე, ცხადია, სრულიად ბუნებრივი მოთხოვნაა. მაგრამ ასევე საყურადღებოა მისი პიროვნული თვისებებიც. რადგანაც ფასილიტატორის საქმიანობა მთლიანად ურთიერთთანამშრომლობაზეა აგებული, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ის იყოს სამართლიანი, კომუნიკაბელური და კოლეგიალური ადამიანი, რომელსაც აქვს გუნდური მუშაობისა და  სკოლაში კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს შექმნის უნარებიც.
წყარო